ბალტიისპირეთის ქვეყნებმა რუსეთში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების თავიანთ ქვეყნებში შესვლა აკრძალეს
ბალტიისპირეთის ქვეყნებმა რუსეთში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების თავიანთ ქვეყნებში შესვლა აკრძალეს

ბალტიისპირეთის ყველა ქვეყანამ აკრძალა რუსეთში რეგისტრირებული ყველა სატრანსპორტო საშუალების ქვეყნებში შესვლა, გადაწყვეტილებას ესტონეთიც შეუერთდა, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა საკუთარ „ტვიტერზე“ წერს.

„დღეიდან, უფრო სწორად, 16 წუთში, ესტონეთი კრძალავს რუსეთში რეგისტრირებულ ყველა სატრანსპორტო საშუალების ესტონეთში შემოსვლას“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ესტონეთი შეასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციებს, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის ქვეყნებს ეკრძალებათ რუსული ნომრით კერძო მანქანების ევროკავშირში შეშვება.