ბალტიისპირეთის ქვეყნები უკრაინის მხარდაჭერის შესახებ „დიდი შვიდეულის“ დეკლარაციას უერთდებიან
ბალტიისპირეთის ქვეყნები უკრაინის მხარდაჭერის შესახებ „დიდი შვიდეულის“ დეკლარაციას უერთდებიან.
„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ მხოლოდ ნატო-ში წევრობა უზრუნველყოფს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებსა და საიმედო შეკავებას, რომელიც აუცილებელია მომავალში რუსეთის მხრიდან ექსპანსიური აგრესიის აღსაკვეთად“, – აღნიშნულია ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის ერთობლივ განცხადებაში.
ამასთან, როგორც ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი „ტვიტერში“ წერს, გამარჯვებამდე დაეხმარებიან უკრაინას.
„ჩვენ გამარჯვებამდე დავეხმარებით უკრაინას, მხარს დავუჭერთ ნატო-სა და ევროკავშირის გზაზე“, – წერს კაია კალასი.