ბალტიისპირეთის ქვეყნები უკრაინის მხარდაჭერის შესახებ „დიდი შვიდეულის“ დეკლარაციას უერთდებიან

17:01, 17.08.2023

ბალტიისპირეთის ქვეყნები უკრაინის მხარდაჭერის შესახებ „დიდი შვიდეულის“ დეკლარაციას უერთდებიან.

„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ მხოლოდ ნატო-ში წევრობა უზრუნველყოფს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებსა და საიმედო შეკავებას, რომელიც აუცილებელია მომავალში რუსეთის მხრიდან ექსპანსიური აგრესიის აღსაკვეთად“, –  აღნიშნულია ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის ერთობლივ განცხადებაში.

ამასთან, როგორც ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი „ტვიტერში“ წერს, გამარჯვებამდე დაეხმარებიან უკრაინას.

„ჩვენ გამარჯვებამდე დავეხმარებით უკრაინას, მხარს დავუჭერთ ნატო-სა და ევროკავშირის გზაზე“, – წერს კაია კალასი.

მსგავსი