ბალტიის ზღვაში მე-17 საუკუნეში ჩაძირული სავაჭრო გემი აღმოაჩინეს — 1tvმეცნიერება
ბალტიის ზღვის სიღრმეების კვლევისას, ფინელმა მყვინთავებმა 400 წლის წინ ჩაძირული, საოცრად კარგად შენახული გემი აღმოაჩინეს.
მოყვარულ მყვინთავთა ეს ჯგუფი ხშირად პოულობს პირველი და მეორე მსოფლიო იმის დროს ჩაძირულ გემებს, მაგრამ მე-17 საუკუნის თითქმის ხელუხლებელი ჰოლანდიური სავაჭრო გემის აღმოჩენა ნამდვილად მოულოდნელი იყო.
გემი ფინეთის ყურეში, ბალტიის ზღვის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში აღმოაჩინეს. 85 მეტრის სიღრმეზე ჩაძირული გემი თითქმის მთლიანად ხელუხლებელია.
აღინიშნება მხოლოდ მცირე დაზიანებები, რაც სათევზაო ბადეებით არის მიყენებული. სხვა მხრივ, გემი თითქოს მე-17 საუკუნეშია გაყინული, რაც ზღვის ამ ნაწილის წყლის თვისებების დამსახურებაა — მარილიანობის დაბალი დონის, ტემპერატურისა და სინათლის კომპინაციით, ჩაძირული გემი ასობით წლის განმავლობაში თითქმის უცვლელი დარჩა.
თბილ წყლებში კარგად გრძნობენ თავს ხის მჭამელი ორგანიზმები და დიდ ზიანს აყენებენ ამ სახის რელიკვიებს, მაგრამ საბედნიეროდ, ბალტიის ზღვის ამ ნაწილში ასე არ მოხდა.
იმ დროისათვის, მსოფლიოს ამ ნაწილში ჰოლანდიის ფლოტის სავაჭრო ხომალდები დომინირებდნენ. ჩაძირული ხომალდი საქონლით არის დატვირთული.
ამ სახის გემები მე-16 საუკუნეში გამოჩნდა და მრავალი სახის ტვირთი გადაჰქონდათ. ე. წ. ფლეიტის ტიპის ეს ორანძიანი გემები ეკონომიური იყო და გათვლილი იყო მაქსიმალური ოდენობის ტვირთზე.
ამის წყალობით, მათ ორჯერ მეტი ტვირთვის გადატანა შეეძლოთ, ვიდრე კონკურენტებს. მოწყობილობათა სისტემა კი შორ მოგზაურობებში მცირე ეკიპაჟს მოითხოვდა და შესაბამისად, ასეთი გემები ძლიერ მომგებიანი იყო.
მიუხედავად დიზაინის წარმატებისა და მე-16 – მე-18 საუკუნეების წარმატებისა, დღემდე მხოლოდ ფლეიტის ტიპის რამდენიმე გემმა მოაღწია. ახლად აღმოჩენილი ეგზემპლარის დამატებითი კვლევები მათ შესახებ ნამდვილად ბევრ საინტერესო ფაქტს მოგვაწვდის.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.