ბალდის კანიონთან ინციდენტის საქმეზე დაკავებულ ძმებ ხურცილავებს დღეს ოფიციალურად ბრალი წარუდგინეს
ბალდის კანიონთან ინციდენტის საქმეზე დაკავებულ ძმებ ხურცილავებს დღეს ოფიციალურად ბრალი წარუდგინეს.
გიგა ხურცილავას გამოძიება – სსკ-ის 151-ე მუხლს, ხოლო გელა ხურცილავას 19-108-ე მუხლს ედავება. ბრალდებულების უფლებადამცველის თქმით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. ადვოკატის განმარტებით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც მისი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობას დაამტკიცებს.
ბრალდებული ძმების, გელა და გიგა ხურცილავების აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სენაკის რაიონული სასამართლო ხვალ იმსჯელებს. ბრალდებულები სენაკის რაიონული სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული.
სავარაუდოდ, დღეს ბრალს ასევე წარუდგენენ ბალდის მკვიდრს, ინდიკო ბჟალავას. გამოძიება ბჟალავას ხურცილავების ოჯახის წევრის მიმართ მუქარას ედავება. ის ამ დროისთვის ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.