21 ივლისიდან 8 ნოემბრამდე, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში რეგიონულ-ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა“ გაიმართება. მის ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, საქართველოს რეგიონების მასშტაბით სამეწარმეო მარკეტები მოეწყობა.
პირველი ღონისძიება, რომლის მიზანი არის ქართველი მეწარმეებისა პროდუქციის პოპულარიზაცია, 21 ივლისს, ბაკურიანში გაიმართება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ეს იქნება უნიკალური სავაჭრო სივრცეს, როგორც ადგილობრივი სტუმრებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა – ტექსტილი, აქსესუარები, საკონდიტრო ნაწარმი, სასურსათო პროდუქცია, ალკოჰოლური სასმელები, ჩაი, ჩირი, სახლის დეკორი და სხვა. მოეწყობა სხვადასხვა პროდუქციის დეგუსტაცია.