ბაკურიანში,კოხტაგორას საბაგიროს მეხი დაეცა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, მეხის დაცემის შედეგად გაჩენილი ცეცხლის ლიკვიდირება მალევე მოხერხდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.