კლაუს ვალდნერი - ბაკურიანში შეჯიბრი უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული
კლაუს ვალდნერი - ბაკურიანში შეჯიბრი უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული

დღეს შეჯიბრის შესანიშნავი დღე იყო. „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) მიერ შესანიშნავად იყო ორგანიზებული, მსოფლიო ჩემპიონატის დონეზე, უმაღლეს დონეზე,- ამის შესახებ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) შეჯიბრის დირექტორმა, კლაუს ვალდნერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული იყო.

„დღეს შეჯიბრის შესანიშნავი დღე იყო. “მთის ტრასების სააგენტოს”(MTA) მიერ შესანიშნავად იყო ორგანიზებული, მსოფლიო ჩემპიონატის დონეზე, უმაღლეს დონეზე. უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული იყო. ეს ერთ-ერთი საუკეთესო შეჯიბრი იყო, რომელიც ამ სეზონზე გვქონდა”, – აღნიშნა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) შეჯიბრის დირექტორმა.

დღეს და ხვალ, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS), ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპი „სკი კროსის“ დისციპლინაში გაიმართება. საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს წამყვანი 12 ქვეყნის (შვეიცარია, შვედეთია, კანადა, ავსტრალია, ჩილე, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, გერმანია, იტალია, იაპონია, აშშ ) 60 სპორტსმენი იასპარეზებს.

შეჯიბრებებს საერთაშორისო მედია აშუქებს, პირდაპირ ეთერში კი „ევროსპორტზე“ გადაიცემა.

2024 წლის დასკვნითი ღონისძიება ბაკურიანში, დიდველის არეალში გაიმართება. ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოსა“ (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება, შეჯიბრების სპონსორი კომპანიებია: „ბორჯომი“,“თი ბი სი“ „რედკო“, და „სილქნეტი“.