„ბაიერნმა" გერმანიის თასის ფინალი სენსაციურად წააგო
„ბაიერნმა" გერმანიის თასის ფინალი სენსაციურად წააგო

მიუნხენის “ბაიერნმა” 2017-18 წლების სეზონში ოქროს დუბლის შესრულება ვერ შეძლო. იუპ ჰაინკესის გუნდმა ბერლინში, ოლიმპიურ სტადიონზე წააგო გერმანიის თასის ფინალი ფრანკფურტის “აინტრახტთან” – 1:3.

აინტრახტი” ანტე რებიჩის გოლით მე-11 წუთზე დაწინაურდა, რის შემდეგაც, რობერტ ლევანდოვსკიმ 53-ე წუთზე გაათანაბრა. მატჩის ბედი ბოლო 10 წუთში გადაწყდა, როცა რებიჩმა და გაჩინოვიჩმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს მიუნხენელთა კარში.

აინტრახტისთვის” ეს იყო პირველი ტიტული ბოლო 30 წლის განმავლობაში.

თავის მხრივ, “ბაიერნმა” პირველად წააგო თასის ფინალი 2011-12 წლების სეზონის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ გუნდი ამ ტრიუმფამდე ნიკო კოვაჩმა მიიყვანა, რომელიც პირველი ივლისიდან “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი გახდება.