ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი - ბაღებში კვების რაციონი არ შემცირებულა
ბაღებში კვების რაციონი არ შემცირებულა, – ამის შესახემ ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა.
სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ მენიუს სტანდარტები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის დაწესებული და არ შემცირებულა.
რაც შეეხება ღვინის შეფუთვაში ჩასხმულ რძეს, სააგენტოს ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ეს ჯანმრთელობისთვის საშიში არ ყოფილა.
,,ბაღების მენიუ და კალორაჟი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, ეს არის დღიური ნორმა. ეს რეგულაცია ჯანდაცის სამინისტროს ინიციატივით, შარშან ოქტომბერში შემოვიდა. აქედან გამომდინარე, კვების პროდუქტები ბაღებს მიეწოდება სტანდარტების შესაბამისად. რაც შეეხება რძის პროდუქტს, სურსათის უვნებლობოს სააგენტომ დაადასტურა, რომ ეს არის სრულიად უსაფრთხო. შეფუთვა, რომელიც „მილკოს“ პროდუქციას ჰქონდა, ჩვენმა სამსახურმა გამოავლინა, რომ მის ქვეშ სხვა პროდუქტის ეტიკეტი იყო. თუმცა ამასთანავე სურსათის უვნებლობის სააგენტო ადასტურებს, რომ ეს არის ერთჯერადი მასალა და სრულიად უსაფრთხო”, – განაცხადა კახა გვანცელაძემ.