ბაღების სააგენტოს ინფორმაციით, სააღმზრდელო პროცესი კიდევ ერთ ბაღში შეწყდა
ბაღების სააგენტოს ინფორმაციით,N19, N84 და N125-ე საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღების გარდა სააღმზრდელო პროცესი კიდევ ერთ ბაღში შეწყდა.
მათივე ცნობით, სააგენტოს ხელმძღვანელს ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა აცნობა ზეპირსიტყვიერად კიდევ ერთი ბაღის, N64-ე ბაგა-ბაღის შენობის ავარიულობის თაობაზე.
როგორც ექსპერტი აცხადებს, საექსპერტო დასკვნის მომზადებას 5 დღე დასჭირდება, თუმცა მანამდეც ბაგა-ბაღის ფუნქციონირება დაუშვებელია.
ექსპერტის რეკომენდაციის შესაბამისად, სააღმზრდელო პროცესი შეწყდა N64-ე ბაღშიც.
„ქალაქ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 25 იანვარს დედაქალაქის N19, N84 და N125-ე საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღების ფუნქციონირება შეწყდა. გადაწყვეტილების მიზეზი ბაღების შენობების ამჟამინდელი ტექნიკური მდგომარეობაა, რომელიც ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტების დასკვნით, არადამაკმაყოფილებელია და ამ ვითარებაში მათი ექსპლუატაცია მიზანშეწონილი არ არის.
სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე დილიდან სამივე ბაღის თანამშრომლებსა და აღსაზრდელების მშობლებს ადგილზე შეხვდა და ბაღების ოპერატიულად დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზები განუმარტა.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ საბავშვო ბაღების შენობების მონიტორინგი გასული წლის ბოლოდან, კახაბერ გვანცელაძის დავალებით დაიწყო და მოითხოვა 158 ბაღის შენობის კონსტრუქციული მდგრადობის საკითხის. ამ ეტაპზე, კვლევა ჩაუტარდა ყველა იმ შენობას, რომელთა მდგომარეობა, ერთი შეხედვით, იწვევდა ეჭვს მათი ავარიულობის თაობაზე. შენობები ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა შეისწავლეს.
ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, N125, N19 და N84 საბავშვო ბაგა-ბაღების ტექნიკური მდგომარეობა შეფასდა, როგორც არადამაკმაყოფილებელი. ექსპერტების დასკვნით, საჭიროა შენობებს ჩაუტარდეს გამაგრება-გაძლიერებითი და სხვა თანმდევი სამუშაოები, არსებული მდგომარეობით კი ბაღების ექსპლუატაცია მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული.
დღესვე, სააგენტოს ხელმძღვანელს ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა აცნობა ზეპირსიტყვიერად კიდევ ერთი ბაღის, N64-ე ბაგა-ბაღის შენობის ავარიულობის თაობაზე.
ექსპერტის თქმით, საექსპერტო დასკვნის მომზადებას 5 დღე დასჭირდება, თუმცა მანამდეც ბაგა-ბაღის ფუნქციონირება დაუშვებელია. ექსპერტის რეკომენდაციის შესაბამისად, სააღმზრდელო პროცესი შეწყდა N64-ე ბაღშიც.
ექსპერტიზის დასკვნების გათვალისწინებით, დედაქალაქის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება სამივე საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესის დაუყოვნებლივ შეჩერების თაობაზე. 29 იანვრიდან კი აღნიშნულ ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები რაიონში არსებულ სხვა საბავშვო ბაღებში გადანაწილდებიან.
პარალელურად დაიწყება აღნიშნული ბაგა-ბაღების შენობების სარეკონსტრუქციო სამუშაოები.
N19-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელები გადანაწილდებიან: N40, N23, , N39, სმენადაქვეითებულთა ბაგა-ბაღებში. ასევე გათვალისწინებული იქნება მშობლების სურვილი სხვა ბაღებთან მიმართებაში მათი საცხოვრებელი მისამართის გათვალისწინებით.
N125-ე ბაგა ბაღის აღსაზრდელები გადანაწილდებიან: N84-34, N69, N98 და N94 ბაგა-ბაღებში, ამ შემთვევაშიც, გათვალისწინებული იქნება მშობლების სურვილი სხვა ბაღებთან მიმართებაში მათი საცხოვრებელი მისამართის გათვალისწინებით.
N84-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელები გადანაწილდებიან: N31, N56, N143 ბაგა-ბაღებში ან სხვა საჯარო ბაღებში, მშობლების მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში“,- აღნიშნულია ბაღების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.