ბაღდათის სოფელ დიმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.
უწყების ცნობით, ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.