„აზოვ ხარკოვის“ ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილი სრულად გაათავისუფლეს
„აზოვ ხარკოვის“ ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილი სრულად გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის მთელი ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური ოპერაციის ძალები „აზოვ ხარკოვიავრცელებს.

მათი ცნობით, „აზოვ ხარკოვის“ ძალებმა, სპეციალური ოპერაციის ძალებმა და მე-14 მექანიზირებულმა ბრიგადამ გაათავისუფლეს ხარკოვის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი სოფელ ვესელოედან ქალაქ ვოლჩანსკამდე.

​„რაიონების – ტერნოვაიას, ვარვაროვკას, იზბიცკოეს, სტარიცას სრული დეოკუპაცია. კონტროლის ქვეშ მოქცეულია სახელმწიფო საზღვარი“, – აცხადებენ „აზოვ-ხარკოვის“ სპეციალური ოპერაციის ძალებში.