„აზოტის“ საწარმოს ადმინისტრაციის შეთავაზებას გაფიცული თანამშრომლების ნაწილი დათანხმდა
„აზოტის“ საწარმოს ადმინისტრაციის შეთავაზებას გაფიცული თანამშრომლების ნაწილი დათანხმდა

რუსთავში „აზოტი“ საწარმოს ადმინისტრაციის შეთავაზებას გაფიცული თანამშრომლების ნაწილი დათანხმდა, თუმცა საწარმო ამ დრომდე სრული დატვირთვით ჯერ ვერ მუშაობს.

თანამშრომლების ნაწილი ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ პირობებში გარკვეულ შესწორებებს ითხოვს. ისინი ამ დრომდე კვლავ საწარმოს შესასვლელთან რჩებიან.

გუშინ რუსთავის „აზოტის“ ადმინისტრაციამ გაფიცულ თანამშრომლებს გარკვეული შეთავაზებები წარუდგინა, რომელსაც ხელს აწერს საწარმოს დირექტორის პირველი მოადგილე ლევან ბურდილაძე.

ეს არის პირველი შეთავაზება, რომელიც დოკუმენტის სახით ადმინისტრაციამ რამდენიმე დღის წინ გაფიცულ თანამშრომლებს შესთავაზა.