აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მიმდინარე წლისთვის 4.5 პროცენტიდან 4.9 პროცენტამდე გაზარდა. ასეთია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული „აზიის განვითარების შეფასების ანგარიშის“ მონაცემები.
საპროგნოზო მაჩვენებელი გაიზარდა 2019 წლისთვისაც. აზიის განვითარების ბანკში ვარაუდობენ, რომ 4.7 პროცენტის ნაცვლად, საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა მომავალ წელს ხუთი პროცენტი იქნება.
ბოლო თვეებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდეს სხვა საფინანსო ორგანიზაციებმაც, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდმა.