აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 025 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 პაციენტი
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 025 შემთხვევა გამოვლინდა, 2 267 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 22 პაციენტი.
ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
17 ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 565 965 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 528 105 პაციენტი გამოჯანმრთელდა.