აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 310 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 პაციენტი
აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 310 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 პაციენტი

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 310 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 445 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 24-ით გაიზარდა.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

8 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 32 097-ს შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 548 591 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 509 201 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 293 კი გარდაიცვალა.