აზერბაიჯანმა ოფიციალურად წარადგინა BRICS-ში გაწევრიანებაზე განაცხადი, რომელშიც რუსეთი, ბრაზილია, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა შედიან
აზერბაიჯანმა ოფიციალურად წარადგინა BRICS-ში გაწევრიანებაზე განაცხადი, რომელშიც რუსეთი, ბრაზილია, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა შედიან

აზერბაიჯანმა BRICS-ში გაწევრიანებაზე განაცხადი ოფიციალურად წარადგინა.

როგორც აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ წერს, ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, აიხან ჰაჯიზადემ განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ გარკვეული დროის წინ აზერბაიჯანულმა მხარემ გამოთქვა სურვილი ამ ჯგუფში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

BRICS-ი სახელმწიფოთა ჯგუფია, რომელშიც შედიან: რუსეთი, ბრაზილია, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.