აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრმა ბაქო-თბილისი-ყარსის მნიშვნელობაზე ისაუბრა
აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა რამინ გულუზადემ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში სატრანსპორტო კომუნიკაციების
განვითარების და სატრანზიტო დერეფნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, აზერბაიჯანი დიდ ყურადღებას უთმობს საერთაშორისო გადაზიდვების გამარტივების საკითხს.
„მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ წელს, 30 ოქტომბერს, ჩვენ სატრანსპორტო სფეროში
გრანდიოზული მოვლენის მოწმენი გავხდით, – გავხსენით ბაქო-თბილისი-ყარსის
საერთაშორისო სარკინიგზო ხაზი. ამ ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის
აზერბაიჯანის და საქართველოს ლიდერები მონაწილეობდნენ. ამ მარშრუტის შექმნა
აზერბაიჯანის საქართველოს და თურქეთის თანამშრომლობის შედეგია. ეს პროექტი ხელს
შეუწყობს ურთიერთობის გაღრმავებას და ვაჭრობის გაფართოებას“, – განაცხადა რამინ
აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების მინისტრის
განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი ხელს შეუწყობს სამივე ქვეყანაში
ეკონომიკის, ტურიზმის, სოციალური კუთხით ურთიერთობების გაღრმავებას. რამინ
გულუზადეს თქმით, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობით
მრავალი პროექტი განხორციელდება.