აზერბაიჯანის საგარეო უწყება საქართველოს სოლიდარობის გზავნილისთვის მადლობას უხდის
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს სოლიდარობის გზავნილისთვის მადლობას უხდის.
„თბილისში სატელევიზიო ანძის აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათებით საქართველომ აჩვენა სოლიდარობა აზერბაიჯანის მიმართ. მადლობა, მეგობარო საქართველო!“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სატელევიზიო ანძა, კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერის ნიშნად, გუშინ ღამით აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდა.