აზერბაიჯანის საგარეო უწყება საქართველოს სოლიდარობის გზავნილისთვის მადლობას უხდის

08:39, 17.04.2020

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს სოლიდარობის გზავნილისთვის მადლობას უხდის.

„თბილისში სატელევიზიო ანძის აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათებით საქართველომ აჩვენა სოლიდარობა აზერბაიჯანის მიმართ. მადლობა, მეგობარო საქართველო!“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სატელევიზიო ანძა, კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერის ნიშნად, გუშინ ღამით აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდა.

მსგავსი