თბილისის ანძა აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდა

20:52, 16.04.2020

კორონავირუსთან ბრძოლაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხარდასაჭერად, თბილისის ანძა აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდა.

„ვებრძოლოთ პანდემიას საერთო ძალისხმევით! ერთად გავიმარჯვებთ!“ – ამ მესიჯს საქართველო აზერბაიჯანელ ხალხს უგზავნის.

საქართველომ მსგავსი სოლიდარობა სხვა ქვეყნებსაც გამოუცხადა და სიმბოლურად, თბილისის ანძა იტალიის, ესპანეთის, თურქეთის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის დროშების ფერებში გაანათა.

მსგავსი