აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა არის ის მტკიცე საძირკველი, რომელსაც საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა ეფუძნება
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა არის ის მტკიცე საძირკველი, რომელსაც საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა ეფუძნება

ვიმედოვნებ, რომ კიდევ უფრო გაძლიერდება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობა, რომელიც ისეთ მტკიცე საძირკველს ემყარება, როგორიცაა ურთიერთგაგება და ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემა, – ნათქვამია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელმარ მამედიაროვის წერილში, რომელიც მან ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოუგზავნა.

ელმარ მამედიაროვის თქმით, ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და ნაყოფიერი თანამშრომლობა ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის კეთილდღეობის ინტერესებს ემსახურება.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ ხალხს ბედნიერებას, მშვიდობასა და წინსვლას უსურვებს.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.