„აწარმოე საქართველოში“ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერისა და ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების განვითარების ხელშეწყობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო თანამშრომლობას გააღრმავებენ.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სოფლის მეურნეობის პროგრამას (The USAID Agriculture Program) შორის.
მემორანდუმს სააგენტოს დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა და პროგრამის დირექტორმა, ლუი ფაორომ მოაწერეს ხელი.