ავტოსაგზაო შემთხვევა პეკინზე - მძღოლმა გზის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება სცადა [ფოტო]
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა პეკინის გამზირზე.
თვითმხილველების განცხადებით, კოსტავას ქუჩის მხრიდან მომავალი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა გზის საწინააღმდეგო მიმართულებით შეხვევა სცადა, რა დროსაც პეკინის გამზირზე მოძრავ ავტომობილს შეეჯახა.
მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.
როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამრღვევი მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით დაჯარიმდება.