ავტოგასამართი სადგურების ნაწილში დღეს დიზელის ტიპის საწვავი გაძვირდა. „გალფის“ ქსელში ღირებულება 6 თეთრით გაიზარდა, „ვისოლის“ ქსელში კი, 2-5 თეთრით.
ამ დროისთვის ფასი არ შეცვლილა სხვა ბრენდირებულ ქსელებში. უცვლელია ბენზინის ღირებულებაც.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში ამბობენ, რომ დიზელის გაძვირება შესაძლოა, საერთაშორისო ბაზარზე ბოლო დღეებში საწვავის გაძვირებას უკავშირდებოდეს.
მსოფლიოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასები სპარსეთის ყურეში დაძაბულობის გამო გაიზარდა, თუმცა შემდეგ ფასების კლება ფიქსირდება.