ირაკლი ღარიბაშვილი - ბევრმა იმპორტიორმა დაიწყო შედარებით იაფი საწვავის შემოტანა, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ასახულა ფასებზე
ირაკლი ღარიბაშვილი - ბევრმა იმპორტიორმა დაიწყო შედარებით იაფი საწვავის შემოტანა, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ასახულა ფასებზე

ჩვენი ინფორმაციით, ბევრმა იმპორტიორმა დაიწყო შედარებით იაფი საწვავის შემოტანა, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ასახულა ფასებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კონკურენციის სააგენტო 15 მაისამდე წარმოადგენს შუალედურ დასკვნას და ამის შემდეგ, მთავრობას ექნება საშუალება, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

„წინა პარასკევს დავავალე ეკონომიკურ გუნდს, შეხვედრა გვქონდა კონკურენციის სააგენტოსთან და ვიმსჯელეთ საწვავის ფასებთან დაკავშირებით. ჩვენი ინფორმაცია არის შემდეგი, რომ ძალიან ბევრმა იმპორტიორმა დაიწყო შედარებით იაფი საწვავის შემოტანა საქართველოში, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ასახულა ფასებზე. ამიტომ, ჩვენ მივმართეთ კონკურენციის სააგენტოს, რათა შეისწავლოს დეტალურად საწვავის ფასები, 15 მაისამდე წარმოადგინოს შუალედური დასკვნა და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, მთავრობას საშუალება ექნება მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

ჩვენ წინასწარ არაფერს ვამტკიცებთ. არსებობს გარკვეული ინფორმაციაც, რომ ხომ არ არის მაგალითად, რაიმე სახის მოლაპარაკება ფასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა დაიდოს მონიტორინგის ანგარიში და ამის შემდეგ გავაკეთებთ შესაბამის დასკვნებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.