ავტოფარეხის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოზარდი კვლავ მართვით სუნთქვაზეა
თბილისში, გარდაბნის გზატკეცილზე ავტოფარეხის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
როგორც პირველ არხს თბილისის რეფერალური ჰოსპიტალის ბავშვთა რეანიმაციის ხელმძღვანელმა დავით დვალიშვილმა განუცხადა, მოზარდი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა, პაციენტი რჩება მართვით სუნთქვაზე. გვაქვს თავის ტვინის ანოქსიური დაზიანება, სრული ატომური კომა. აქვს ასევე მენჯის ტრავმული დაზიანება, თუმცა ეს სიცოცხლისთვის საშიში არ არის. ჩატარდა კვლევები, როგორიც არის კომპიუტერული ტომოგრაფია. გვაქვს დადასტურებული თავის ტვინის დაზიანება“, – განაცხადა დავით დვალიშვილმა.
თბილისში, გარდაბნის გზატკეცილზე ავტოფარეხის ჩამონგრევის შედეგად სამი მოზარდი დაშავდა. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო ორის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.