გარდაბნის გზატკეცილზე სამი მოზარდი ნანგრევებში მოყვა, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია

18:08, 10.09.2018

თბილისში, გარდაბნის გზატკეცილზე, 101 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევის დროს, ნანგრევებში მოყვნენ 2004 წელს დაბადებული ზ.ხ., 2003 წელს დაბადებული გ.მ. და 2010 წელს დაბადებული ნ.ქ., – ამის შესახებ აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, სამივე არასრულწლოვანი სასწრაფო დახმარებამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. ერთ-ერთი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში, ხელოვნურ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დანარჩენი ორი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ამასთან, დაშავებულებს ინგოროყვას კლინიკაში ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოინახულებს.

მსგავსი