ავთანდილ ენუქიძე - ამდენი წელი კოჰაბიტაციით მოიყვანეთ საქმე, ცოტა გადახედეთ, ვინც მოდის, ადრე სად მუშაობდა და ისე გაზომეთ, გულით გააკეთებს თუ არა იმ საქმეს
ამ ცხრა წლის განმავლობაში იმიტომ აღარ სჯერა ხალხს, რადგან ყველა სახელმწიფო შპს სავსეა არაპროფესიონალებით, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ავთანდილ ენუქიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობდნენ.
„დავით ნარმანიას არ ჰკითხეს და ქუმსიშვილმა და მისმა მოადგილემ მოაგებინეს ნაგვის გადამამუშავებელი საწარმოს ტენდერი სხვას. დღემდე ქალაქში ნაგვის გადამამუშავებელი არც გაკეთებულა და ორი თვის შემდეგ იმ კომპანიის ხალხი ჩვენთან მოვიდნენ, ხომ არ იყიდით ამასო? ამ ცხრა წლის განმავლობაში იმიტომ აღარ სჯერა ხალხს, რადგან ყველა სახელმწიფო შპს სავსეა არაპროფესიონალებით. თქვენ ამდენი წელი კოჰაბიტაციით მოიყვანეთ საქმე აქამდე და დღეს რა დღეში ხართ, ხედავთ. როცა კაცი ციხიდან გამოდის, ხელს ადებს კაცს, რომ ეს აწამებდა, ამის შემდეგ ტელევიზიაში მოჰყავთ ელენე თევდორაძე და ამტკიცებს, რომ დიახ, ასე იყო და მერე ეს კაცი პარლამენტში პარტიის ლიდერად გევლინება, რატომ გიკვირთ, რა მდგომარეობაშიც ხართ? ამიხსენით, რატომ გიკვირთ? გაითვალისწინეთ რჩევები, რომ თავი შეინარჩუნოთ? ხომ უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი. რკინიგზას შეხედეთ, დირექტორის მოადგილე არც ერთი რკინიგზელი აღარაა. მე არ ვემტერები იმას, ვინც იქ არის, მაგრამ ცოტა გადახედეთ, ვინც მოდის, ადრე სად მუშაობდა და ისე გაზომეთ, გულით გააკეთებს თუ არა იმ საქმეს, რაც გინდათ. ეს არის სიმართლე და ფაქტიც გაქვთ თქვენი წინამორბედის“, – განაცხადა ავთანდილ ენუქიძემ.