ავსტრიის პარლამენტმა ყოფილ კანცლერ სებასტიან კურცს, რომელსაც კორუფციაში ადანაშაულებენ, იმუნიტეტი მოუხსნა
ავსტრიის პარლამენტმა ყოფილ კანცლერ სებასტიან კურცს, რომელსაც კორუფციაში ადანაშაულებენ, იმუნიტეტი მოუხსნა. გადაწყვეტილებას ავსტრიელმა დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
35 წლის კურცი გასულ თვეს გადადგა თანამდებობიდან. ეს გადაწყვეტილება ავსტრიის მთავრობის მეთაურმა მას შემდეგ მიიღო, რაც პროკურატურამ მის ოფისში ჩხრეკა ჩაატარა.
გამოძიება ამტკიცებს, რომ კურცი და მისი გუნდის წევრები საზოგადობრივი კვლევებით მანიპულირებდნენ და ამისთვის თანხას ბიუჯეტიდან იხდიდნენ. თავად ყოფილი კანცლერი აცხადებს, რომ საპროცესო მოქმედებებს წინააღმდეგობას არ გაუწევს, თუმცა ბრალდებას უარყოფს.