ლევან ბეჟაშვილი -  პარლამენტის დატოვება არ არის პანაცეა
ლევან ბეჟაშვილი - პარლამენტის დატოვება არ არის პანაცეა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პარლამენტის დატოვება პანაცეა არ არის და ეს აქტი კონკრეტულ პროცესს უნდა ემსახურებოდეს.

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის დატოვებას რაიმე სახის შედეგი თუ არ მოჰყვება, საზოგადოებაში ნიჰილიზმი გაიზრდება.

„პოლიტიკოსებმა საზოგადოება შეცდომაში არ უნდა შევიყვანოთ. პარლამენტის დატოვება არ არის პანაცეა, პარლამენტის დატოვება ხვალვე შეიძლება, მაგრამ ეს აქტი უნდა უკავშირდებოდეს კონკრეტულ პროცესებს, კონკრეტულ საპროტესტო აქციებს და მოთხოვნებს. ამ შემთხვევაში, ამ ბერკეტის გამოყენებით დამატებითი ნიჰილიზმი არ უნდა გამოვიწვიოთ საზოგადოებაში. ვფიქრობ, ოპოზიციური სტრატეგიის არსებობის პირობებში ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილება“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.