ავსტრიის დედაქალაქში მდებარე ერთ-ერთ ტაძარს შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. შემთხვევის შედეგად ხუთი სასულიერო პირი დაშავდა. მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ საქმე ძარცვას ეხება და ტერორიზმთან კავშირი არ აქვს.
Maria Immaculata-ს ტაძარში, გავრცელებული ცნობით, ორი პირი შეიჭრა, რომელთაც იარაღის მუქარით სასულიერო პირებს ძვირფასეულობა მოსთხოვეს.
თვითმხილველთა განცხადებით, მათ ცეცხლი არ გაუხსნიათ. პოლიციამ ტაძარს ალყა შემოარტყა, კომპლექსის მასშტაბურობიდან გამომდინარე, სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ ტერიტორიაზე შესაძლოა, კიდევ იყვნენ დაშავებულები, რომლებიც კომპლექსის რომელიმე ფლიგელში იმყოფებიან.