ხაშმში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი გაძარცვეს
ხაშმში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი გაძარცვეს

ხაშმში მე-19 საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი გაძარცვეს.

მომხდართან დაკავშირებით ეკლესიის მოძღვარი მამა ელისე და საგარეჯოს მერიის წარმომადგენელი საგარეჯოს პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, წაღებულია ძვირფასი თვლებით შემკული გვირგვინი, მამაოს შესამოსელი, საზიარებელი ჭურჭელი და ფული, დაზიანებულია ხატები.

შემთხვევა გუშინ, წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს მოხდა.

„გუშინ დღესასწაული იყო სოფელში. ჯერ იქ ყოფილა ჩხუბი, მერე ალბათ ვიღაც აქაურებმა, ნასვამებმა ჩაიდინეს ეს ვანდალიზმი. აშკარად სხვა სასულიერო პირებზე იყვნენ გაბრაზებულები, თორემ ჩვენი მამაო უწყინარი კაცია და მას არავინ ერჩის.

პოლიცია იყო მოსული. იციან ვინც ჩაიდინა, მაგრამ ჯერ არავინ დაუკავებიათ“, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 177-ე და 187 მუხლებით მიმდინარეობს, რაც ქურდობას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.