ავსტრიაში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა, დაშავდა რამდენიმე ადამიანი
ავსტრიაში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა, დაშავდა რამდენიმე ადამიანი

ავსტრიაში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა, არიან დაშავებულები, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

გამოცემა Der Standard-ის ცნობით, ინციდენტი ფედერალური მიწაზე ქვემო ავსტრიაზე მოხდა, მატარებელი ქალაქ სანქტ-პელტენში მიდიოდა.

დაუდგენელი მიზეზით მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა, რის გამოც ორი ვაგონი გადატრიალდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ხუთი მანქანა და ვერტმფრენები მუშაობდნენ.

მატარებელში სულ 80-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის სკოლის მოსწავლეები.