ავსტრიაში, ავტომაგისტრალზე სასკოლო ავტობუსი ხიდიდან გადავარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა ქალაქ რასტენფელდის მახლობლად მოხდა.
როგორც მედია წერს, ავტობუსი ჯერ მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, შემდეგ კი, ხიდიდან გადავარდა. ქალი, რომელიც მსუბუქ ავტომობილს მართავდა, არ დაშავებულა.
ავტობუსში ხუთი მგზავრი იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლი მძიმედ დაშავდა, ორი ადამიანი ადგილობრივ საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს, სამი კი, სასწრაფო დახმარების მანქანით.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ავტობუსში მცირეწლოვნებიც იმყოფებოდნენ, თუმცა საბოლოოდ ინფორმაცია არ დადასტურდა.
ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო. შემთხვევის გამო, დროებით გადაკეტილი იყო ავტომაგისტრალიც.