ავსტრალიის პოლიცია აცხადებს, რომ ქალაქ მელბურნში მანქანა ხალხში განზრახ შევარდა
ავსტრალიის ქალაქ მელბურნში მანქანის მძღოლი ხალხში განზრახ შევარდა. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ ვიქტორიის შტატის პოლიციამ განაცხადა.
„ამ ეტაპზე მიგვაჩნია, რომ ეს იყო მიზანმიმართული ქმედება. ჯერ მოტივები ჩვენთვის უცნობია. გამოძიება საწყის ეტაპზეა“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
ავსტრალიური მედიის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ორი ადამიანი, მათგან ერთ-ერთი მანქანის მძღოლია. დაკავებულებისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ.
სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად ჰოსპიტალიზებულია 13 ადამიანი, რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის.
შემთხვევა ადგილობრივი დროით 16:30 საათზე, მელბურნის ცენტრში ხალხმრავალ ქუჩაზე მოხდა.