ავსტრალიის ორი შტატიდან ხანძრის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
ავსტრალიის ორი შტატიდან – ახალი სამხრეთ უელსიდან და ვიქტორიადან ხანძრის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ევაკუაციამდე 24 საათით ადრე რეგიონში შეიარაღებული ძალების ხუთი ვერტმფრენი და სამხედრო ფლოტის ორი ბორანი შევიდა. მათი დახმარებით, სტიქიის ზონაში წყალი და საწვავი შეაქვთ.
ტყის ხანძარი ავსტრალიაში სექტემბრის შემდეგ მძვინვარებს. შედეგად, განადგურებულია თითქმის 5 მილიონი ჰექტარი. ხანძრის ჩაქრობას ძლიერი ქარი და სიცხე ართულებს.