ავსტრალიის ხელისუფლება ვიქტორიის შტატში მასობრივი ევაკუაციის გამოცხადებას განიხილავს
ავსტრალიის ხელისუფლება ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ვიქტორიის შტატში, მასობრივი ევაკუაციის გამოცხადებას განიხილავს.
შტატის გუბერნატორი მოსახლეობას მოუწოდებს, ყურადღებით იყვნენ მოსალოდნელ ექსტრემალურ პირობებთან დაკავშირებით და იმ შემთხვევაში, თუ ევაკუაცია გამოცხადდება, დაუყოვნებლივ დატოვონ ტერიტორია.
ავსტრალიის მეტეოროლოგიური ბიუროს ცნობით, უახლოესი თვეების განმავლობაში, ავსტრალიაში ჰაერის ტემპერატურა საშუალოზე მაღალი იქნება, რაც სტიქიასთან გამკლავებას კიდევ უფრო გაართულებს.
ავსტრალიის ხანძარს საერთო ჯამში 27 ადამიანი ემსხვერპლა.
ხანძარმა 100 ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი ფართობი მოიცვა.