ავსტრალიის ღია პირველობის დირექტორმა კრეიგ ტილიმ დაადასტურა, რომ ჩოგბურთელებმა აუცილებლად უნდა გაიარონ ვაქცინაცია, რათა შეძლონ 2022 წლის ტურნირში მონაწილეობა.
„რამდენიმე კვირის წინ, ვიქტორიას შტატის პრემიერ-მინისტრმა დენიელ ენდრიუსმა ცხადად მიანიშნა, რომ ავსტრალიის ღია პირველობაში მონაწილეობისთვის აუცილებელია სრული ვაქცინაციის გავლა. ჩვენ მაშინვე გამოვაცხადეთ, რომ ეს არის ერთადერთი მიმართულება, რომელიც ყველაფერში უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
ასე რომ, ყველა მონაწილეს და მომსახურე პერსონალს მოუწევს აცრა“, – განუცხადა ტილიმ ABC-ს.