ძიუდო | ნინო ლოლაძე და თენგო ზირაქაშვილი 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT

17:00, 15.11.2024

პოლონეთის ქალაქ პილაში სტარტი აიღო 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატმა ძიუდოში. ტურნირზე დღეს საქართველოს ნაკრების შვიდი წევრი გამოვიდა, რომელთაგან თენგო ზირაქაშვილი (66კგ) და ნინო ლოლაძე (57კგ) ნახევარფინალში იჭიდავებენ.

ზირაქიშვილმა მეოთხედფინალში გერმანელ ალტემიროვს სძლია, ლოლაძემ კი ნახევარფინალური საგზურისთვის წონის პირველი ნომერი, ფინელი სალონენი დაამარცხა.

მსგავსი