ავსტრალიის ღია - V დღე - ჰალეპმა ვინუს უილამსი დაამარცხა და სერენაზე გავიდა
ავსტრალიის ღია - V დღე - ჰალეპმა ვინუს უილამსი დაამარცხა და სერენაზე გავიდა

ქალებს შორის მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, რუმინელი სიმონა ჰალეპი ავსტრალიის ღია პირველობაზე ბრძოლას აგრძელებს. დღის ცენტრალურ მატჩში მან ორ სეტში შეძლო ამერიკელი ვინუს უილიამსის დამარცხება – 6:2, 6:3.

პირველი პარტიის ანგარიშის მიუხედავად, ბრძოლა თანაბარი იყო, უბრალოდ, უილიამსმა თავისი ხუთი ბრეიკ-პოინტიდან ვერც ერთი ვერ გამოიყენა, ჰალეპმა – ექვსიდან ორი.

მეორე სეტის სტარტზე მეტოქეებმა ბრეიკები გაცვალეს, რის შემდეგაც, 3:3-მდე ისევ თანაბარი თამაში მიდიოდა. თუმცა, მალე ჰალეპმა უდიდესი უპირატესობა მოიპოვა, ზედიზედ სამი გეიმი აიღო, აქედან ორი მეტოქის მოწოდებაზე და საათსა და 18 წუთში გაიმარჯვა.

რუმინელის მეტოქე მერვედფინალში ვინუსის უმცროსი და – სერენა იქნება.