ავსტრალიის ღია - III დღე - მამაკაცთა ტურნირს მეექვსე ჩოგანი გამოეთიშა
ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის მეორე წრე სენსაციით დაიწყო. ბრძოლას მსოფლიოს მეექვსე ჩოგანი, კევინ ანდერსონი გამოეთიშა. სამხრეთაფრიკელი ამერიკული ჩოგბურთის იმედთან, 20 წლის ფრენსის ტიაფოსთან ოთხ სეტში დამარცხდა. ახალგაზრდა ჩოგბურთელი კლასიფიკაციაში 39-ე ნომერია.
ანდერსონისთვის მატჩი კარგად დაიწყო – ერთი ბრეიკის წყალობით პირველი სეტი მოიგო და მეორეში 3:0 დაწინაურდა. ამის შემდეგ, ამერიკელმა თამაშში გარდატეხის შეტანა შეძლო. მან ყველა საკუთარი გეიმი შეინარჩუნა, ჯამში ოთხჯერ აიღო მეტოქის მოწოდება და ორ საათსა და 56 წუთში 4:6, 6:4, 6:4, 7:5 მოიგო.
ანდერსონი მეორე ჩოგბურთელია კაცების TOP10-დან, რომელიც ავსტრალიის ღიაზე ბრძოლას გამოეთიშა. მანამდე, პირველ წრეში, ამერიკელმა ჯონ ისნერმა წააგო.