ავსტრალიის ღია - III დღე - კალაშკინოვამ პირველივე წრეში წააგო
ავსტრალიის ღია - III დღე - კალაშკინოვამ პირველივე წრეში წააგო

ავსტრალიის ღია პირველობაზე ქალთა წყვილების ტურნირი დაიწყო. პირველივე წრეში გამოეთიშა ბრძოლას ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა (წყვილების რეიტინგში 76-ე ჩოგანი), რომელმაც უკრაინელ დაიანა იასტრემსკასთან (ერთეულებში 59-ე ჩოგანი, წყვილებში – 334) დუეტში ითამაშა.

ამ წყვილის მეტოქე იყო უკრაინულ-იაპონური დუეტი ნადია კიჩენოკისა (წყვილების რეიტინგში 37-ე ჩოგანი) და იაფან ვანგის (ერთეულებში 64-ე ჩოგანი, წყვილებში – 92) შემადგენლობით.

ვანგი და კიჩენოკი სრულ უპირატესობას ფლობდნენ და საათსა და ოთხ წუთში 6:4, 6:2 მოიგეს.