ავსტრალიის ღია 2022 - გორგოძემ კვალიფიკაციის პირველი ეტაპი გადალახა, ბოლქვაძე ბრძოლას გამოეთიშა #1TVSPORT
ავსტრალიის ღია 2022 - გორგოძემ კვალიფიკაციის პირველი ეტაპი გადალახა, ბოლქვაძე ბრძოლას გამოეთიშა #1TVSPORT

მელბურნში „დიდი სლემის“ პირველი ტურნირის – ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო. პირველი წრის მატჩები ჩაატარეს ქართველმა ჩოგბურთელებმა.

ეკატერინე გორგოძემ (მსოფლიოს 143-ე ნომერი), რომელიც კვალიფიკაციაში 22-ე ნომრად არის განთესილი, წარმატებით გაიარა პირველი ბარიერი. მან სამ სეტში დაამარცხა შვეიცარიელი ლეონი კინგი (165) – 6:3, 1:6, 6:3. მატჩი საათი და 55 წუთი გრძელდებიდა.

გორგოძემ 17 ბრეიკპიონტი გამოიმუშავა და ექვსჯერ შეძლო მეტოქის მოწოდების აღება. მისი შემდეგი მოწინააღმდეგე 23 წლის ავსტრალიელი კიმბერლი ბირელი იქნება, რომელიც მსოფლიო კლასიფიკაციაში 740-ე ნომერია. მისი დამარცხების შემთხვევაში, ქართველი კვალიფიკაციის ფინალში გავა, სადაც ბრიტანელ ჰერიტ დარტსა და ამერიკელ ალისი პარქსს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

რაც შეეხება მარიამ ბოლქვაძეს (176), მან კვალიფიკაციის პირველ წრეში ორ სეტში წააგო წყვილებში გორგოძის პარტნიორთან, რუმინელ მარია ირინა ბარასთან – 1:6, 4:6. ეს მატჩი საათი და 48 წუთი გრძელდებოდა. ბოლქვაძემ ოთხჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, მაგრამ საკუთარი ცხრა გეიმიდან რვა დათმო. ქართველმა ჩოგბურთელმა შეხვედრა 15 ორმაგი შეცდომით დაასრულა.