ავსტრალიაში ხანძრებთან საბრძოლველად 48 საათში 20 მილიონი ავსტრალიური დოლარი შეაგროვეს
ავსტრალიაში ხანძრებთან საბრძოლველად 48 საათში 20 მილიონი ავსტრალიური დოლარი შეაგროვეს

ავსტრალიაში ხანძრებთან საბრძოლველად 48 საათში 20 მილიონი ავსტრალიური დოლარი შეაგროვეს. ინიციატივა ავსტრალიელ კომიკოსს სელესტე ბარბერს ეკუთვნის. მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე მოუწოდა მსოფლიოს ავსტრალიას ხანძრის ჩაქრობაში დაეხმაროს. მის თხოვნას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა.

ავსტრალიელი მეხანძრეების დასახმარებლად 500 ათასი დოლარი გადარიცხა ამერიკელმა მომღერალმა ფინქმა და ოსკარის მფლობელმა მსახიობმა ნიკოლ კიდმანმა.

ავსტრალიაში ამჟამად ცეცხლის 200-ზე მეტი აქტიური კერაა. ხანძარმა 1200-ზე მეტი სახლი და მილიონობით ჰექტარი ტყის მასივი გაანადგურა.

ხანძრის გამო ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ინდოეთში ვიზიტი გააუქმა. მისი განკარგულებით, ცეცხლის ჩაქრობაში 3 000 რეზერვისტი ჩაერთო.

ხანძრების გამო დედაქალაქ კანბერაში ჰაერის ხარისხი გაუარესდა, რის გამოც მოსახლოებას სახლების დატოვებას არ ურჩევენ. ავიაკომპანია „ქანტასმაქანბერში ფრენები შეაჩერა.