ავსტრალიაში ტყის ხანძრების შედეგად 21 სახლი გადაიწვა, – ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ძლიერ სტიქიას ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე ერთდროულად ორ შტატში ებრძვიან.
დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ცნობა არ ვრცელდება. ქუინსლენდსა და ახალ სამხრეთ უელსში ერთდროულად ცეცხლის 100-ზე მეტი კერაა. მეხანძრეებს მათ ლოკალიზებაში ხელს ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა უშლით.
მასშტაბური სტიქიის წინააღმდეგ საგანგებო რეჟიმში 500-ზე მეტი მეხანძრე მუშაობს.