ავსტრალიაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, ხანძარი სიდნეის უახლოვდება
ავსტრალიის ორ შტატში ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. როგორც ხელისუფლება აცხადებს, ახალი სამხრეთ უელსისა და ქუინსლენდის შტატში „კატასტროფული მდგომარეობაა შექმნილი“.
ცეცხლი დასახლებულ რაიონებს ემუქრება, რის გამოც ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ხანძარს უკვე ემსხვერპლა სულ მცირე სამი ადამიანი.
ოფიციალური პირების ინფორმაციით, ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება და სავარაუდოდ ხვალ, ხანძარი სიდნეის მიუახლოვდება.
ახალი უელსისა და ქუინსლენდის შტატებში ამჟამად ცეცხლის 120 კერაა აღრიცხული. ხანძარმა 970 000 ჰექტარი ტყის მასივი გაანადგურა. მთლიანად დაიწვა 150 სახლი.