ავსტრალიაში, ქიმიურ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა
ავსტრალიაში, ქიმიურ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

ავსტრალიაში ქიმიურ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ინციდენტი მელბურნის დასავლეთ ნაწილში მოხდა.

ხანძრის გაჩენის შემდეგ ქიმიური ქარხნის საწყობში აცეტილენის და აცეტონის მარაგი ფეთქდება. ამიტომ სახანძრო სამსახურის თანამშრომლები ცეცხლს სრული მობილიზებით ებრძვიან. ხანძრის წინააღმდეგ მობილიზევულია 120-ზე მეტი მაშველი და 30 ერთეული ტექნიკა.

რეგიონში უსაფრთხოების გამო რამდენიმე სკოლა დაიხურა. ხელისუფლება კი ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს სახლებში დარჩნენ და ტოქსიკური გამონაბოლქვისგან თავის ასარიდებლად ფანჯრები დახურონ.

სახანძრო სამსახური აცხადებს, რომ ცეცხლის ლოკალიზებას რამდენიმე საათში მოახერხებენ.