ავსტრალიაში ხანძარი მძვინვარებს. ცეცხლი სიდნეის უახლოვდება. გარეუბნებში მდებარე სახლების ნაწილი დაიწვა. ახალი სამხრეთ უელსის სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ ქარის გამო ცეცხლი ძალიან სწრაფად ვრცელდება და ახალი კერების ჩაქრობა რთულია.
მოქალაქეების ნაწილს ადგილობრივმა მთავრობამ ევაკუაცია ურჩია.
ამ ეტაპზე ცეცხლი 2 500 ჰექტარზეა მოდებული. ადგილზე სახანძრო ბრიგადები და ვერტმფრენებია მობილიზებული. ავსტრალიის პრემიერ- მინისტრმა მეხანძრეები შეაქო და მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.